ბორტგამყოლს არ უნდა აღენიშნებოდეს:

ა) თანდაყოლილი ან შეძენილი ანომალიები;

ბ) აქტიური, ლატენტური, მწვავე ან ქრონიკული დაავადებები ან უუნარობა;

გ) ჭრილობა, დაზიანება ან ოპერაციის შემდგომი გართულებები;

დ) რაიმე მედიკამენტ(ებ)ის ან არამედიკამენტოზური თერაპიის, დიაგნოსტიკური ან პრევენციური მკურნალობის ეფექტი ან გვერდითი ეფექტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი ფუნქციონალური მდგომარების გაუარესება, რაც თავის მხრივ, გავლენას მოახდენს მოვალეობების უსაფრთხოდ განხორციელებაზე