1. განმცხადებელი უნდა შეფასდეს არავარგისად, თუ სამედიცინო ისტორიაში ან დიაგნოზით აღენიშნება:
ა) ეპილეფსია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა;
ბ) გაურკვეველი მიზეზით ცნობიერების პერიოდული მოშლილობა;
გ) ცერებრალური დისფუნქციის მაღალი წინასწარგანწყობის რისკი.
2. განმცხადებელი უნდა გადამისამართდეს სააგენტოში და ვარგისად შეფასებამდე გაიაროს დამატებითი გამოკვლევა, თუ სამედიცინო ისტორიით ან დიაგნოზით აღენიშნება შემდეგი დაავადებები:
ა) ეპილეფსია, რომელიც არ განმეორებულა 5 წლის განმავლობაში;
ბ) ეპილეფსია, განმეორების და მკურნალობის გარეშე 10 წელზე მეტი დროის განმავლობაში;
გ) ეპილეფსია, EEG ფორმის, ანომალიებით და ფოკუსური ნელი ტალღებით;
დ) ნერვული სისტემის პროგრესირებადი ან არაპროგრესირებადი დაავადებები;
ე) გაურკვეველი მიზეზით ცნობიერების მოშლილობის ერთჯერადი შემთხვევა;
ვ) თავის ტვინის ტრამვა;
ზ) ზურგის ტვინის ნერვების ან პერიფერიული ნერვულ დაზიანებას;
თ) ნერვული სისტემის მოშლილობა, რომელიც განპირობებულია ვასკულარული დეფიციტით, ჰემორაგიული და იშემიური მოვლენები