1. ალკოჰოლის ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენებით გამოწვეული გონებრივი ან ქცევითი აშლილობის მქონე განმცხადებელი, მასზე დამოკიდებულების არსებობის მიუხედავად, უნდა შეფასდეს არავარგისად. ვარგისად შეფასება შეიძლება მხოლოდ გამოჯანმრთელების, დამოკიდებულებისგან გათავისუფლების, წარმატებული მკურნალობის და დამაკმაყოფილებელი ფსიქიატრიული გამოკვლევის შემდეგ. ასეთი ფსიქიატრიული მდგომარეობის მქონე განმცხადებელი უნდა გადამისამართდეს სააგენტოში.

2. განმცხადებელმა ისეთი ფსიქიკური მდგომარეობით, როგორიცაა, ხასიათის, ნევროტიკული, პიროვნული, მენტალური ან ქცევის მოშლილობა, ვარგისად შეფასებამდე უნდა გაიაროს დამაკმაყოფილებელი ფსიქიატრიული გამოკვლევა. ასეთი ფსიქიატრიული მდგომარეობის მქონე განმცხადებელი ვარგისობის შესაფასებლად უნდა გადამისამართდეს სააგენტოში.

3. განმცხადებელი, რომლის სამედიცინო ისტორიაში აღნიშნულია ერთი ან განმეორებითი  თვითდაზიანების ფაქტი, განიხილება არავარგისად. განმცხადებელი უნდა გადამისამართდეს სააგენტოში და ვარგისად შეფასებამდე გაიაროს დამაკმაყოფილებელი ფსიქიატრიული   გამოკვლევა.

4. განმცხადებელი შიზოფრენიის, შიზოტიპური/დელუციური აშლილობის ან მანიის სამედიცინო ისტორიაში არსებული ან დადგენილი დიაგნოზით, უნდა შეფასდეს არავარგისად