1. სისხლის გამოკვლევის აუცილებლობას განსაზღვრავს ავიასამედიცინო ცენტრი/ავიასამედიცინო ექსპერტი განმცხადებლის სამედიცინო ისტორიისა და მიმდინარე გამოკვლევების გათვალისწინებით.

2. განმცხადებელი უნდა გადამისამართდეს სააგენტოში, შემდეგი ჰემატოლოგიური მდგომარეობით:

ა)  კოაგულაციური, ჰემორაგიული  ან თრომბული მოშლილობა;

ბ)  ქრონიკული ლეიკემია;

გ) ანომალიური ჰემოგლობინი, რომელიც მოიცავს (მაგრამ არ არის ლიმიტირებული) ანემიას, ერიტროციტოზს ან ჰემოგლობინოპათიას;

დ) ლიმფური კვანძების მნიშვნელოვანი გადიდება;

ე) ელენთის გადიდება.

3. განმცხადებლის ვარგისად შეფასება შეიძლება მხოლოდ დამაკმაყოფილებელი სამედიცინო შემოწმების შემთხვევაში.

4. მწვავე ლეიკემიით დაავადებული განმცხადებელი უნდა შეფასდეს არავარგისა