1. მე-3 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი უნდა გადამისამართდეს სააგენტოში, თუ მას აღენიშნება ან პერიოდულად უვლინდება კარდიალური გამტარებლობის/რითმის მნიშვნელოვანი დარღვევები:
ა) სუპრავენტრიკულარული რითმის დარღვევა, რომელიც მოიცავს ნახტომისებრ (წყვეტილ) ან დადგენილ სინოატრიული დისფუნქციას, ატრიალური ფიბრილაციას და/ან აღგზნებადობას (გულის ფრიალი) და ასიმპტომატურ სინუსურ პაუზებს;
ბ) ჰისის კონის მარცხენა განშტოების სრული ბლოკი;
გ) მობიტცის II ტიპის ატრიოვენტრიკულარული ბლოკი;
დ) ფართო ან/და ვიწრო კომპლექსური ტაქიკარდია;
ე) ნაადრევი ვენტრიკულარული აღგზნება;
ვ) ასიმპტომატიკური QT გაგრძელება (პროლონგირება, გახანგრძლივება).
ზ) ბრუგადას მოდელი ელექტროკარდიოგრამაზე.
2. სერტიფიკატის მაძიებელი, დამაკმაყოფილებელი კარდიოლოგიური გამოკვლევის შემთხვევაში, შეიძლება შეფასდეს ვარგისად, მიუხედავად შემდეგი პათოლოგიების არსებობისა:
ა) ჰისის კონის არასრული ბლოკი:
ბ) ჰისის კონის მარჯვენა ტოტის სრული ბლოკი;
გ) მაცხენა ღერძის სტაბილური დევიაციია;
დ) ასიმპტომატური სინუსური ბრადიკარდია;
ე) ასიმპტოპმატური სინუსური ტაქიკარდია;
ვ) ასიმპტომატური იზოლირებული ერთგვარი სუპრა-ვენტრიკულარული ან ვენტრიკულარული ექტოპიური კომპლექსები;
ზ) პირველი ხარისხის ანტრიოვენტრიკულარული ბლოკი;
თ) მობიტცის ტიპის I კატეგორიის ანტრიოვენტრიკულარული ბლოკი.
3. განმცხადებლებელი უნდა გადამისამართდეს სააგენტოში და ვარგისად შეფასებამდე ჩაუტარდეს კარდიოლოგიური გამოკვლევა დამაკმაყოფილებელი შედეგით, თუ სამედიცინო ისტორიაში აღენიშნება:
ა) ამპუტაციური თერაპია;
ბ) პეისმეკერული იმპლანტაცია.
4. განმცხადებელი უნდა შეფასდეს არავარგისად:
ა) სიმპომატური სინოატრიული დაავადებით;
ბ) სრული ატრიოვენტრიკულარული ბლოკით;
გ) სიმპტომატიკური QT გახანგრძლივებით (პროლონგირებით);
დ) ავტომატური იმპლანტირებული დეფიბრილაციის სისტემით;
ე) ვენტრიკულარული ანტიტაქიკარდიული გულის ელექტროსტიმულატორი