1. თუ განმცხადებელი სრულად ვერ აკმაყოფილებს ავიასპეციალისტის მე-3 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მოთხოვნებს, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხეს არ უქმნის ფრენის უსაფრთხოებას, ავიასამედიცინო ცენტრმა/ავიასამედიცინო ექსპერტმა:

ა) განმცხადებელი უნდა გადაამისამართოს სააგენტოში;

ბ) თუ განმცხადებელი არ ექვემდებარება სააგენტოში გადამისამართებას, შეაფასოს, რამდენად შეძლებს  თავისი მოვალეობების უსაფრთხოდ შესრულებას, შეზღუდვ(ებ)ის დაწესების პირობებში და გასცეს სამედიცინო სერტიფიკატი შესაბამისი შეზღუდვ(ებ)ით;

2. ავიასამედიცინო ცენტრი/ავიასამედიცინო ექსპერტი უფლებამოსილია გააგრძელოს სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადა ან განაახლოს სერტიფიკატი გადამისამართების გარეშე, სააგენტოსთან შეთანხმებით.

3. ავიასამედიცინო ცენტრი/ავიასამედიცინო ექსპერტი ვალდებულია შეზღუდვ(ებ)ის დაწესებისას გაითვალისწინოს განმცხადებლის გამოცდილება, საქმიანობის განხორციელების უნარი და შესაძლებლობა.

4. სერტიფიკატის მფლობელისთვის დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა აღინიშნება სამედიცინო სერტიფიკატში.

5. შეზღუდვები, რომელიც შეიძლება დაუწესდეს მესამე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელებს, მოცემულია ამ წესის №8 დანართშ