1. განმცხადებელმა უნდა გამოავლინოს მასზე დაკისრებული ფუნქციების უსაფრთხოდ განსახორციელებლად აუცილებელი ფერთა აღქმის უნარი.

2. სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელმა უნდა გაიაროს სადიაგნოსტიკო ტესტი ფერთა სწორად აღქმის უნარის შესამოწმებლად (იშიჰარას ტესტი). თუ განმცხადებელი ვერ გაივლის იშიჰარას ტესტს, უნდა გაიაროს ფერთა აღქმის შემდგომი ტესტირება იმის დასადგენად, გააჩნია თუ არა მას საჰაერო ნავიგაციაში გამოყენებული ფერთა აღქმის უნარი.

3. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელს უნდა ჰქონდეს ფერთა ნორმალური აღქმის უნარი ან საჰაერო ნავიგაციაში გამოყენებული ფერების აღქმის უნარი.

4. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი უნდა გადამისამართდეს სააგენტოში.

5. თუ მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს ფერთა აღქმის მოთხოვნებს, მისი უფლებამოსილება უნდა შეიზღუდოს მხოლოდ დღის ფრენებით.

შენიშვნა 1. საჰაერო ნავიგაციაში გამოყენებული ფერების აღქმის უნარი არის განმცხადებლის უნარი, გაარჩიოს საჰაერო ნავიგაციაში გამოყენებული ფერები, და სწორად მოახდინოს საავიაციო ფერადი განათების  იდენტიფიცირება;

შენიშვნა 2. იმ შემთხვევაში, თუ მოყვარული პილოტი ახორციელებს ფრენებს ღამით, მას უნდა გააჩნდეს საჰაერო ნავიგაციაში გამოყენებული ფერების აღქმის უნარ