1. განმცხადებელს არ უნდა აღენიშნებოდეს რაიმე სახის ფუნქციონალური ან სტრუქტურული მეან-გინეკოლოგიური დარღვევა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებების უსაფრთხოდ განხორციელებაზე.
2. განმცხადებელი, რომელსაც ჩაუტარდა მნიშვნელოვანი გინეკოლოგიური ოპერაცია, უნდა შეფასდეს არავარგისად სრულ გამოჯანმრთელებამდე.
3. ორსულობის შემთხვევაში, თუ ავიასამედიცინო ცენტრი/ავიასამედიცინო ექსპერტი ჩათვლის, რომ სერტიფიკატის მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადა უნდა შეიზღუდოს ორსულობის 26-ე კვირამდე, რის შემდეგაც, სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადა დროებით უნდა შეჩერდეს. სერტიფიკატის მოქმედების ვადა გაგრძელდება ორსულობის დასრულებიდან სრულ გამოჯანმრთელებამდე.
4. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელს უფლება აქვს განახორციელოს მასზე დაკისრებული მოვალეობები ორსულობის 26-ე კვირამდე OML შეზღუდვით. OML შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს/გაუქმდეს ავიასამედიცინო ცენტრის/ავიასამედიცინო ექსპერტის მიე