1. განმცხადებელი მეტაბოლური, კვებითი ან ენდოკრინული დისფუნქციით სტაბილური მდგომარეობის პირობებში, შესაძლებელია შეფასდეს ვარგისად, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
2. შაქრიანი დიაბეტის მქონე განმცხადებელი, რომლებიც საჭიროებს ინსულინს, უნდა შეფასდეს არავარგისად, ხოლო შაქრიანი დიაბეტის მქონე განმცხადებელი, რომელიც არ საჭიროებს ინსულინს, შეიძლება შეფასდეს არავარგისად, სანამ არ დადასტურდება, რომ სისხლში შაქრის შემცველობა კონტროლირებადია.
3. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი, რომელსაც სისხლში შაქრის კონტროლისათვის ესაჭიროება არა ინსულინი, არამედ რაიმე სხვა პრეპარატი, უნდა გადამისამართდეს სააგენტოში, ხოლო მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი, რომელსაც სისხლში შაქრის კონტროლისათვის ესაჭიროება არა ინსულინი, არამედ რაიმე სხვა პრეპარატი, უნდა შეფასდეს ვარგისად სააგენტოსთან შეთანხმები