1. განმცხადებელს არ უნდა აღენიშნებოდეს პირველადი ან მეორადი ავთვისებიანი სიმსივნე, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებების უსაფრთხოდ განხორციელებაზე.

2. ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობის შემდეგ, ვარგისად ცნობამდე, განმცხადებელმა უნდა გაიაროს ონკოლოგიური შემოწმება.

3. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი უნდა გადამისამართდეს სააგენტოში, ხოლო მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებლის ვარგისობის შეფასება უნდა განხორციელდეს სააგენტოსთან შეთანხმებით.

4. განმცხადებელი, რომელსაც სამედიცინო ისტორიით ან დიაგნოზით აღენიშნება ინტრაცერებრალური ავთვისებიანი სიმსივნე, უნდა შეფასდეს არავარგისად.
თავი VII
მესამე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელის მიმართ წაყენებული სამედიცინო მოთხოვნებ