1. ონკოლოგიური დაავადებების (ავთვისებიანი სიმსივნე) მქონე პაციენტებს, რომლებიც შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში გადიან სათანადო მკურნალობას(სხვადასხვა სახის თერაპია), გაეწიოთ ფინანსური დახმარება 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო პირებს, რომლებსაც არ ესაჭიროებათ რაიმე სახის თერაპია, მაგრამ წლის განმავლობაში ესაჭიროებათ გამოკვლევების ჩატარება, გაეწიოთ ერთჯერადი ფინანსური დახმარება 1 500 (ათას ხუთასი) სარეიტინგო ქულების გარეშე.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ფორმა № IV-100/ა – ცნობა ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, ჩატარებული გამოკვლევების, დიაგნოზისა და შესაბამისი კოდის მითითებით;
დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტებ