1. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 140 000-ს და ესაჭიროებათ სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება, დაფინანსდებიან სახელმწიფო დაზღვევის თანხის გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხის 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) ფორმა № IV-100/ა- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და კალკულაცია;

ე) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშის ნომერი.

3. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 140 000-ს და ჩაუტარდათ სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება, დაფინანსდებიან სახელმწიფო დაზღვევის (საყოველთაო ჯანდაცვა) თანხის გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხის 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა.

4. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) ფორმა № IV-100/ა- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და კალკულაცია;

ე) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) განმცხადებლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

5. პირები, რომლებსაც სახელმწიფო დაზღვევით (საყოველთაო ჯანდაცვა) არ დაუფინანსდათ სტაციონალური და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება, მომსახურების გაწევის შემდეგ, წარმოდგენილი პირადი ანგარიშისა და ქვითრის საფუძველზე დაფინანსდებიან გადახდილი თანხის 30%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა, თუ მათ აქვთ რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 140 000-ს.

6. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) ფორმა № IV-100/ა - ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და კალკულაცია.

ე) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ვ) განმცხადებლის/კანონიერი წარმომადგენლის ანდა სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშის ნომერი.

7. პირები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და საჭიროებენ სტაციონარულ-ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას, დაფინანსდებიან სახელმწიფო დაზღვევის თანხის გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხის 40%-ით, მაგრამ არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა. იგივე პირობები ვრცელდება ქვითრის წარდგენისას.

8. დახმარების მისაღებად ბენეფიციარ(ებ)მა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ფორმა NIV-100/ა – ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და კალკულაცია;

დ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) განმცხადებლის/კანონიერი წარმომადგენლის ანდა სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშის ნომერი.

9. პირები, რომლებსაც სახელმწიფო დაზღვევით არ დაუფინანსდათ სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება, მომსახურების გაწევის შემდეგ წარმოდგენილი პირადი ანგარიშისა და ქვითრის საფუძველზე დაფინანსდებიან გადახდილი თანხის 20%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000(ათასი) ლარისა, თუ მათ არ აქვთ რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

10. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ფორმა № IV-100/ა- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და კალკულაცია;

დ) გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი, ქვითარი/ცნობა;

ე) განმცხადებლის/კანონიერი წარმომადგენლის ანდა სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშის ნომერი.

11. ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება/სტაციონალური მკურნალობა, დაფინანსდება სახელმწიფო დაზღვევის თანხის გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხის 50%-ით 100 001-მდე სარეიტინგო ქულებით, მაგრამ არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა, ხოლო სარეიტინგო ქულების გარეშე სახელმწიფო დაზღვევის თანხის გადახდის შემდეგ, დარჩენილი თანხის 40%, მაგრამ არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა, მხოლოდ 250 ლარზე მეტი თანხის გადახდის შემთხვევაში.;

12. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობა, არასრულწლოვნის შემთხვევაში - დაბადების მოწმობა და მშობლის ან/და კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობა;

გ) ფორმა №IV-100/ა – ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და შეტყობინება/ კალკულაცია;

დ) პირადი საბანკო ანგარიში, არასრულწლოვნის შემთხვევაში - მშობლის ან/და კანონიერი წარმომადგენლის პირადი ანგარიში (საჭიროების შემთხვევაში) ან/და სამედიცინო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები.

13. 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება/სტაციონარული მკურნალობა დაფინანსდება სახელმწიფო დაზღვევის თანხის გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხის 60 %-ით, მაგრამ არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა.

14. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ფორმა № IV-100/ა – ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ე) საყოველთაო ჯანდაცვის მიმართვა(შეტყობინება);

ვ) მშობლის საბანკო რეკვიზიტები.

15. თვალის დაავადებათა მედიკამენტოზური, ამბულატორიული, ოპერაციული მკურნალობის ხარჯები დაფინანსდება გაწეული ხარჯის 40%-ით, მაგრამ არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა იმ პირებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 001-ზე.

16. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ფორმა № IV-100/ა – ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და შესაბამისი დეტალური კალკულაცია;

დ) განმცხადებლის ან/და სამედიცინო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები;

ე) გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი, ქვითარი/ცნობა;

ვ) ამონაწერი სოციელურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

17. ძვირადღირებული ანალიზებისა და გამოკვლევების ხარჯების დაფინანსება 140 001-ზე დაბალი სარეიტინგო ქულების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) 0 ლარიდან 500 ლარამდე ღირებულების ანალიზები და გამოკვლევები დაფინანსდება გადახდილი თანხის 40%-ით;

ბ) 500 ლარიდან 1000 ლარამდე ღირებულების ანალიზები და გამოკვლევები დაფინანსდება 300 ლარით;

გ) 1000 ლარიდან 3000 ლარამდე ღირებულების ანალიზები და გამოკვლევები დაფინანსდება 600 ლარით;

დ) 3000 ლარიდან 5000 ლარამდე ღირებულების ანალიზები და გამოკვლევები დაფინანსდება 900 ლარით;

ე) 5000 ლარზე მეტი ღირებულების ანალიზები და გამოკვლევები დაფინანსდება 1200 ლარით.

18. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ფორმა №IV-100/ა – ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და შესაბამისი დეტალური კალკულაცია;

დ) განმცხადებლის ან/და სამედიცინო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები;

ე) გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი, ქვითარი/ცნობა.

19. 1 000 (ათასი) ლარზე მეტი ღირებულების ანალიზებისა და გამოკვლევების (ბიოფსია, ძვლის ტვინის გამოკვლევა, პეტ კატე, რაც არ ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან) ხარჯების 40%-იანი დაფინანსება, სარეიტინგო ქულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გარეშე, მაგრამ არაუმეტეს 1 500 (ათას ხუთასი) ლარისა.

20. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ფორმა № IV-100/ა – ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და შესაბამისი დეტალური კალკულაცია;

დ) განმცხადებლის ან/და სამედიცინო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები;

ე) გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი, ქვითარი/ცნობ