არასრულწლოვან ბავშვებს, რომლებსაც ორივე მშობელი გარდაცვლილი ჰყავთ, გაეწიოთ ყოველთვიური სოციალური დახმარება ერთ არასრულწლოვანზე 100(ასი) ლარის ოდენობით 18 წლის ასაკის შესრულებამდე.

დახმარების მისაღებად არასრულწლოვანი ბავშვ(ებ)ის კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი;

გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობა;

დ) მშობლების გარდაცვალების მოწმობები;

ე) საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელზეც სოციალური პაკეტის თანხა ირიცხება.
თავი II
ჯანმრთელობის დაცვის პროგრა