1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარჩენალდაკარგულთა ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა ოჯახზე/წარმომადგენელზე:

ა) ერთ-ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში – მშობელზე 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით;

ბ) ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში – წარმომადგენელზე 800 (რვაასი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) მშობლის ან წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი/ასლები;

ე) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის ვინაობის შესახებ (დედ-მამით ობოლი ბავშვის შემთხვევაში);

ვ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი/ასლები, იძულებით გადაადგილებული ბავშვის დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

ზ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორები