1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვის ყოველთვიური ფულადი დახმარება გაიცემა ოჯახზე/წარმომადგენელზე 100 (ასი) ლარის ოდენობით.

2. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის  სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის ვინაობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);

ე) შშმ და სსსმ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული ბავშვის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) შეზღუდული შესაძლებლობის/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ზ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.

4. ვეპროგრამის ფარგლებში თანადაფინანსება გაეწევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში არსებულ დღის ცენტრს – „ბაო“, სსსმ ბავშვთა მომსახურების მიზნით (გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად