1. ქვეპროგრამის ფარგლებში ფულადი დახმარება, ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრებისა და მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსების მქონე პირზე, რომელიც ავადობიდან გამომდინარე ვერ იყენებს ზედა და ქვედა კიდურებს და საჭიროებს მომვლელს.
2. ყოველთვიური ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსების მქონე პირზე, რომელიც ავადობიდან გამომდინარე ვერ იყენებს ქვედა კიდურებს/დამოუკიდებლად ვერ ახერხებს გადაადგილებას, საჭიროებს მომვლელს.
3. ყოველთვიური ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსების მქონე პირზე, რომელიც ავადობიდან გამომდინარე არის უსინათლო, აქვს ორივე თვალის სრული/პრაქტიკული სიბრმავე და საჭიროებს მომვლელს.
4. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) შშმ პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (დიაგნოზის მითითებით);
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-N100/ა), სადაც მითითებული იქნება ბენეფიციარის მძიმე მდგომარეობა (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) შშმ პირის/კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);
ზ) შშმ პირის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიში.
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორები