1. ქვეპროგრამით მოსარგებლეა ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დაავადების მქონე ბავშვი (0-18 წლამდე), რომელსაც ავადობის დიაგნოზით ესაჭიროება უწყვეტი დიეტოთერაპია (კვების გამოყენება სამკურნალო მიზნით).

2. ამ დაავადებების მქონე ბავშვებს დიეტოთერაპიისათვის (კვების გამოყენება სამკურნალო მიზნით) აუცილებელი სპეციალური უცილო და  უგლუტენო პროდუქტი დაუფინანსდებათ წლიური ლიმიტი 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ამოწურვამდე;

3. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის ვინაობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);

ე) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული ბავშვის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-N100/ა);

ზ) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) პროდუქტების ჩამონათვალით, რომელიც ექვემდებარება დაფინანსებას;

თ) ცნობა/მიმართვა სოციალური მომსახურების სააგენტოდან დიეტოთერაპიისათვის საჭირო კვების პროდუქტების დაფინანსების/არ დაფინანსების შესახებ.

4. ანაზღაურება მოხდება ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისი) გამცემ დაწესებულებასთან უნაღდო ანგარიშსწორების ფორმი