1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს:

ა) ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე, სოციალურად დაუცველი (100 001-მდე სარეიტინგო ქულა), უსახლკარო ან განსაკუთრებით მძიმე საცხოვრებელ პირობებში მცხოვრები (რომელთა საცხოვრებელი სახლი დაზიანების ხარისხის გამო ექვემდებარება დემონტაჟს) ოჯახებისთვის მცირეფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას ან/და შეძენას (უპირატესობა მიენიჭებათ იმ პირებს, რომელთაც საკუთრებაში არ უფიქსირდებათ რაიმე სახის უძრავი ქონება, ასევე შშმ პირთა ან მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებს);

ბ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე, სოციალურად დაუცველი 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე უსახლკარო პირთა ოჯახებისთვის, ძალადობის მსხვერპლ პირებს, განსაკუთრებით მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახებს, ხანძრის, სტიქიური მოვლენების და სხვა გარემოებების გამო უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, რომლებსაც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ გააჩნიათ საცხოვრებელი, არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადისა ყოველთვიურად ბინის ქირის უზრუნველყოფის მიზნით გაიცემა ფულადი დახმარება არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა.

2. ქვეპროგრამით სარგებლობის გამომრიცხავ გარემოებას წარმოადგენს შემდეგი ვითარებები:

ა) უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახის წევრ(ებ)ს სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტისგან ერთხელ უკვე მიღებული აქვს/აქვთ საცხოვრებელი ფართი ან სათანადო ფულადი კომპენსაცია     საცხოვრებელი ფართის შესაძენად ან სარეაბილიტაციოდ (გამონაკლის წარმოადგენენ ოჯახები, რომელთაც საცხოვრებელი სახლები ხანძრის და სხვა სტიქიური მოვლენების დროს დაზიანდა/განადგურდა);

ბ) უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახის წევრ(ებ)მა საცხოვრებელი ფართი გაასხვისა 2024 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

გ) უსახლკარობის შემთხვევაში ქვეყნის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართის არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ოჯახის ყველა წევრზე;

დ) მძიმე საცხოვრებელი პირობების შემთხვევაში კი შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა საცხოვრებლად უვარგისი სახლის დემონტაჟის შესახებ;

ე) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური გამოითხოვს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემულ ინფორმაციას ოჯახის შემადგენლობის, უსახლკარობის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.

4. განცხადება სრულყოფილ დოკუმენტაციასთან ერთად, შემოწმებისა და განხილვის მიზნით, გადაეცემა მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ უსახლკარო ან/და განსაკუთრებით მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფს.

5. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე მზადდება მერის ბრძანება მოქალაქისთვის/ოჯახისთვის შესაბამისი დახმარების გაცემის თაობაზე.

6. სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლის შეძენა ან მცირეფართიანი ინდივიდუალური სახლის მშენებლობა მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა განახორციელოს კანონით დადგენილი წესის (უსახლკარო ან/და განსაკუთრებით მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის წესი) შესაბამისად, საცხოვრებლის კვადრატულობა განსაზღვრული იქნება ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარის ფარგლებში.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

გ) ძალადობის მსხვერპლის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ (არსებობის შემთხვევაში);

დ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური გამოითხოვს მერის წარმომადგენლის მიერ გაცემულ ინფორმაციას ოჯახის შემადგენლობის, უსახლკარობის და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ;

ე) საჭიროების შემთხვევაში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაცია საცხოვრებელი სახლის ვარგისიანობის შესახებ;

ვ) მუნიციპალიტეტის მერია გამოითხოვს ინფორმაციას სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, დაინტერესებული პირისა (განმცხადებლის) და მისი ოჯახის წევრების მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში უძრავი ქონების საკუთრებაში არსებობის შესახებ.

8. განცხადება სრულყოფილ დოკუმენტაციასთან ერთად, შემოწმებისა და განხილვის მიზნით გადაეცემა მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოციალური პროგრამებისა და სოციალური საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს.

9. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დახმარება გაეწევა უსახლკარო პირთა ოჯახებს.

10. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების შემდგომ დაინტერესებული პირის მიერ დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ქირავნობის ხელშეკრულება;

ბ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიში.

11. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას დახმარების გაცემის თაობაზე.

12. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით (ინსპექტირების აქტის საფუძველზე