1. პროგრამაში ჩართვის პრიორიტეტია: სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახები, რომლებსაც შესაბამისი უწყების სპეციალისტების შეფასებით დაუდგინდა პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება.

2. დამატებითი კრიტერიუმები:

ა) ოჯახი სადაც ცხოვრობს ორი ან მეტი 18 წლამდე ასაკის პირი;

ბ)ოჯახი სადაც ცხოვრობს შშმ პირი და მუდმივ მწოლიარე პირი.

3. პროგრამაში ჩართვის გამომრიცხავი გარემოებებია,  სახელმწიფოს მიერ ან მუნიციპალიტეტის პროგრამით ბოლო ორი წლის განმავლობაში გაწეული დახმარება ასევე ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.

4. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა)  წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ადმინისტრაციული ერთეულში მერის წამომადგენლის შუამდგომლობა;

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები;

ე) შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ცნობა/ინფორმაცია ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების შესახებ

5. მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევისა  და  სტიქიური  მოვლენების  შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ და დაზარალებულ ოჯახების მდგომარეობას საცხოვრებელი ფართის დაქირავების მიზანშეზონილობის საკითხებს შეისწავლის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  მერის  ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი;

6. სამუშაო ჯგუფი შეისწავლის განცხადებაში მოყვანილ გარემოებებს და სათანადო დასკვნის საფუძველზე გასცემს რეკომენდაციას შესაბამისი დახმარების  თაობაზე.

7. მძიმე საცხოვრებელ პირობებში  მყოფი, სტიქიური მოვლენების და უბედური შემთხვევების შედეგად დაზარალებული ოჯახების  ფულადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარით, გარდა ხანძრის შედეგად დაზარალებულისა.

8. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახის ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 10 000 (ათი  ათასი) ლარი.

9. დროებით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისატვის ბინის ქირის ოდენობა განისაზღვროს თვეში 200 (ორასი) ლარი;

10. დახმარება   გაიცემა   ჩოხატაურის   მუნიციპალიტეტის   მერის   ინდივიდუალური   ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზ