1. უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს უფლება აქვს თანაბრად ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.
2. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ვალდებულია შესაბამისი პირობები შეუქმნას უნივერსიტეტის სტუდენტებს სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის წარმატებით განხორციელებისათვის.
3. უნივერსიტეტს გააჩნია სტუდენტთა რაოდენობის შესაბამისი სასწავლო ფართი, რომელსაც ადმინისტრაცია ანაწილებს რაციონალურად.
4. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს კომპიუტერული ტექნიკის სათანადოდ გამართულ მდგომარეობაში ყოფნას, საუნივერსიტეტოი კომუნიკაციების ხელმისაწვდომობას ყველა სტუდენტისათვის, რისთვისაც ანაწილებს შესაბამის რესურსებ