1. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია:

ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტით;

ბ) კერძო გრანტის, შემოწირულობის სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;

გ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები;

ე) დარგობრივი სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალები.

2. უნივერსიტეტის კონსოლიდირებული ბიუჯეტი ყალიბდება ფინანსირების ყველა წყაროს გათვალისწინებით და მოიცავს საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებს.

3. უნივერსიტეტის ხარჯების გაწევა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

5. ამ მუხლის პირველი პინქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება უნივერსიტეტის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. უნივერსიტეტის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალული