1. სტუდენტი არის პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა შესაბამისი კანონმდებლობითა და ამ წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დიპლომირებული სპეციალისტის, ასევე დოქტორანტურის პროგრამის გასავლელად.

2. სტუდენტს უფლება აქვს სრულად გამოიყენოს შესაბამისი საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, უნივერსიტეტის წესდებითა და შინაგანაწესით მისთვის მინიჭებული ყველა უფლება.

3. უნივერსიტეტი მოქმედი საერთაშორისო სამართლებრივი აქტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად.

4. უნივერსიტეტს თავისი ბიუჯეტის ფარგლებში შეუძლია განახორციელოს სტუდენტთა სოციალური დაცვის სხვადასხვა პროგრამები ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული, აკადემიური საბჭოს მიერ განხილული და წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

5. შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ვადის ამოწურვისთანავე სტუდენტს უწყდება სტუდენტის სტატუსი. გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნეს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.

6. სტუდენტს სტატუსი შეიძლება შეუწყდეს აგრეთვე:

ა) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაუსრულებლობის გამო;

ბ) პირადი სურვილით;

გ) გარდაცვალებისას;

დ) სწავლის საფასურის უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გადაუხდელობისას;

ე) შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსითა და ფაკულტეტის დებულებით დადგენილი სხვა საფუძვლებით;

ვ) უნივერსიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა.

7. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ფაკულტეტის საბჭოს წინადადებით რექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – ბრძანება