1. უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს უნივერსიტეტის სტუდენტთა უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს.

2. უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს ფაკულტეტებიდან არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთიანობას, რომელიც საქმიანობას წარმართავს უმაღლესი განათლების შესახებ კანონის და შესაბამისი დებულების მიხედვით.

3. უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა არჩევნების ორგანიზება-ჩატარებას განსაზღვრავს თავისი დებულებით.

4. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:

ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში;

ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;

გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში;

დ) უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები ფაკულტეტის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს;

ე) ირჩევს წევრებს უნივერსიტეტის ფა ფაკულტეტის საარჩევნო კომისიებში;

ვ) ირჩევს წევრებს უნივერსიტეტში არსებულ მუდმივ თუ დროებით კომისიებში;

ზ) საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელი შეისწავლის და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას იმ საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო ბრძანებების პროექტებზე, რომლებიც ეხება სტუდენტთა კონტიგენტს;

თ) იღებს დაფინანსებას უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან;

ი) კოორდინირებულად მუშაობს უნივერსიტეტში არსებულ სტუდენტურ ორგანიზაციებთან, კლუბებთან, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრ სტუდენტებთან;

კ) ადმინისტრაციას მიმართავს წინადადებით სტიპენდიის დანიშვნისა და სოციალური შეღავათების გაწევის შესახებ;

ლ) განახორციელებს წესდებით, შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსითა და დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებ