1. უნივერსიტეტს გააჩნია ქონება, რომელიც მოიცავს:

ა) სახელმწიფოს მიერ უნივერსიტეტისათვის უზუფრუქტით გადმოცემულ უძრავ ნივთებს;

ბ) უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ ნივთებს;

გ) საოფისე და ლაბორატორიულ აღჭურვილობას, ავეჯს და სხვა ინვენტარს;

დ) სატრანსპორტო საშუალებებს;

ე) მანქანა-დანადგარებს;

ვ) უნივერსიტეტის წიგნად ფონდს;

ზ) სხვა ქონებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა, ასევე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ იგი სცილდება უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესი