1. აღნიშნულ წესდებაში ცვლილებების ან დამატებების პროექტს შეიმუშავებს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობითი საბჭო.

2. წარმომადგენლობით საბჭოში წესდების პროექტის განხილვაში მონაწილეობს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

3. წესდებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანის ინიციატორი შეიძლება იყოს რექტორი, აკადემიური საბჭო, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და ფაკულტეტი.

4. ინიციატივის მქონე სუბიექტები წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენენ დასაბუთებულ წინადადებასა და გადაწყვეტილების პროექტს განმარტებით ბარათთან ერთად.

5. წარმომადგენლობითი საბჭო წესდებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობი