1. სტუდენტი არის პირი, რომელიც, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ინსტიტუტის წესდებით განსაზღვრული წესით, ჩაირიცხა და სწავლობს ინსტიტუტში მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად.
2. ინსტიტუტს უფლება აქვს, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები პროფილური მიმართულებით დოქტორანტებისათვის, აგრეთვე დოქტორანტობისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რაც დადგენილია სამეცნიერო საბჭოს მიერ მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მიღების წესის შესაბამისად.
3. პირს ინსტიტუტის სტუდენტის სტატუსი ენიჭება ინსტიტუტში ჩარიცხვის შესახებ აღმასრულებელი დირექტორის ბრძანების საფუძველზე და მოქმედებს ინსტიტუტთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტამდე.
4. სტუდენტის სტატუსი სტუდენტს უფლებას აძლევს, ისარგებლოს სტუდენტისათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობები