1. საკუთარი პროგრამებისათვის ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურები და სტანდარტები ეფუძნება პროგრამისა და მისანიჭებელი ხარისხების დამტკიცების, მონიტორინგისა და პერიოდული ანგარიშების სისტემას.

2. ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები ეფუძნება სუბიექტის თვითშეფასებას, ექსპერტთა ჯგუფის გარე შეფასებას, ანგარიშის გამოქვეყნებას და შემდგომი პროცედურების აღწერას, რომლებიც უნდა მიიღოს სუბიექტმა რეკომენდაციების შესასრულებლად.

3. ინსტიტუტის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ეფუძნება საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მიერ რეკომენდირებულ ხარისხის უზრუნველყოფის საფუძვლებს და ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მექანიზმებს.

თავი VI

ინსტიტუტის დაფინანსება, ქონება და სახელმწიფო კონტრო