1. ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ინსტიტუტის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს მთავრობა.
3. ინსტიტუტის ლიკვიდაციის შემთხვევაში იმ მომენტისათვის არსებული ქონება უბრუნდება დამფინანსებელ მხარეებს, მათ მიერ ინსტიტუტის დაფინანსებაში შეტანილი წვლილის პროპორციულად.
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 26, №57, 11.02.2016, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019121 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3190867/muxli-26/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია