თავი VI — ინსტიტუტის დაფინანსება, ქონება და სახელმწიფო კონტროლი
1. ინსტიტუტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციული დირექტორი.
2. ინსტიტუტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი შემუშავდება დეპარტამენტებთან და ინსტიტუტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით.
3. ინსტიტუტის ბიუჯეტის პროექტს აღმასრულებელი დირექტორი დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრების არსებობის შემთხვევაში სავალდებულოა, საქართველოს მთავრობასთან ბიუჯეტის ამ ნაწილის წინასწარ შეთანხმება.
4. ინსტიტუტის ბიუჯეტის ხარჯვის წესი მტკიცდება აღმასრულებელი დირექტორის მიე
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 22, №57, 11.02.2016, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019121 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3190867/muxli-22/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია