1. საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება ხორციელდება ინსტიტუტის მიერ დადგენილი წესით.
2. მაგისტრატურის ან დოქტორანტურის დამთავრების შემდეგ, ინსტიტუტი პირს ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს.
3. სპეციალისტის ან მკვლევარის მომზადება ხორციელდება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო.
4. ხარისხის მინიჭებას უზრუნველყოფს სადისერტაციო საბჭო. სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობას, კვლევითი თემატიკიდან გამომდინარე, ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო.
5. სადისერტაციო საბჭო იქმნება ყოველი კონკრეტული დისერტაციის განხილვისა და აკადემიური ხარისხის მინიჭებისათვის.
6. აკადემიური ხარისხი ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატმა:
ა) გამოავლინა კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვის და განხორციელების უნარი;
ბ) აქვს საკუთარი სფეროს უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნა;
გ) განახორციელა ორიგინალური კვლევა ან შექმნა ორიგინალური ინტერპრეტაცია;
დ) აქვს ახალი და კომპლექსური იდეების კრიტიკული ანალიზის შეფასების უნარი.
7. პროგრამის კომპონენტები, მათი თანმიმდევრობა და მოცულობა, ხარისხის მინიჭების კრიტერიუმები და მიღების წესები განისაზღვრება დოქტორანტურის დებულების შესაბამისად, რომელსაც აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭ