მუხლი 25. ინსტიტუტის ქონება და სახელმწიფო კონტროლი
თავი VI — ინსტიტუტის დაფინანსება, ქონება და სახელმწიფო კონტროლი
1. ინსტიტუტის ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფოს, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.
2. ინსტიტუტის ბალანსზე რიცხული ქონება გამოიყენება მხოლოდ წინამდებარე წესდებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
3. ინსტიტუტის ქონებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ქმედებები, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს, ინსტიტუტს შეუძლია განახორციელოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით.
4. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა. მთავრობისადმი ანგარიშის მომზადების წესი განისაზღვრება ადმინისტრაციული დირექტორის მიერ.
თავი VII
რეორგანიზაცია, ლიკვიდაც
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 33. აკადემიის ქონება— საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ
მუხლი 67. აკადემიის ქონება— ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ბათუმის საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“
მუხლი 22. აკადემიის ქონება— საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ
მუხლი 49. უნივერსიტეტის ქონება— ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“
მუხლი 32. სააგენტოს ქონება— საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 25, №57, 11.02.2016, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019121 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3190867/muxli-25/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია