აკადემიის ქონება შედგება სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით გადაცემული ქონებისგან და აკადემიის სახსრებით შეძენილი ქონებისაგან. აკადემიას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც აკადემიის სხვა ქონებასთან ერთად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად დადგენილი წესის თანახმა