აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძველია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) გარდაცვალება;

დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

ე) აკადემიის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება, თუ ამ აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა სხვა ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების წინაპირობაა;

ვ) ორზე მეტი დისციპლინური გადაცდომა;

ზ) აკადემიის შინაგანაწესით ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები