1. აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს აკადემიის მართვაში;

ბ) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;

გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;

დ)
განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:

ა) დაიცვას აკადემიის წესდების მოთხოვნები;

ბ) დაიცვას შინაგანაწესი;

გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;

დ) სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ წარადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ.

3. აკადემია უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო სწავლების თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებ