1. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს დასახული მიზნებისათვის და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოსაგან, იურიდიული და კერძო პირების მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.

3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით უნივერსიტეტს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები ინსტიტუტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

5. უნივერსიტეტი ს ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.

6. ამ მუხლის მესამე პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობ