1. უნივერსიტეტი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც უნივერსიტეტი ორჯერ ზედიზედ ვერ გაივლის აკრედიტაციას, უწყდება უფლებამოსილება უნივერსიტეტის მართვის ორგანოებსა და ადმინისტრაციული თანამდებობის პირებს, რაც წარმოადგენს უნივერსიტეტის რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის საფუძველს.

3. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება კანონებით ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საფუძველზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესით.

4. უნივერსიტეტის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს მთავრობა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს წარდგინებით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია უნივერსიტეტში განსაზვრული ვადით დანიშნოს თავისი წარმომადგენელი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს უნივერსიტეტის მიმდინარე საქმიანობას და შეიმუშავებს წინადადებებს უნივერსიტეტის საქმიანობის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ და უნივერსიტეტის სტუდენტთა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განთავსების შესაძლებლობების თაობაზ