1. არჩევნების ჩატარების მიზნით, რექტორის ინდივიდუალურ-სამართლებლივი აქტით იქმნება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია და ფაკულტეტების საარჩევნო კომისიები.

2. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა არის კენტი. კომისია შედგება არანაკლებ 3 და არა უმეტეს 9 წევრისაგან. უნივერსიტეტის სარჩევნო კომისიისა და ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. საარჩევნო კომისიის წევრებს ნიშნავს რექტორი ოთხი წლის ვადით.

4. საარჩევნო კომისიაში შეიყვანება სტუდენტური თვითმმართველობის არა უმეტეს 2 წარმომადგენელი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კომისიის რაოდენობის ფარგლებში.

5. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია უფლებამოსილია:

ა) მიიღოს ყველა გადაწყვეტილება არჩევნების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, თუ დებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ბ) მიიღოს გადაწყვეტილება ამ დებულებით გათვალისწინებულ მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე.

6. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას ეკისრება ვალდებულება უნივერსიტეტში მიმდინარე არჩევნები ჩაატაროს დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.

7. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა კომისიის პირველ სხდომაზე მისი შემადგენლობიდან კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიის სხდომებს, ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

8. საარჩევნო კომისიის მდივნად აირჩევა კომისიის ნებისმიერი წევრი კომისიის პირველივე სხდომაზე ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა უმრავლესობით. კომისიის მდივანი ადგენს კომისიის დღის წესრიგს და სხდომის ოქმებს, რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო კომისიაში შეტანილ კორესპონდენციას, არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს და აძლევს მათ შესაბამის მოწმობებს. ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებ