სტუდენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში;

გ) ამ წესდებით, შინაგანაწესითა და ინსტიტუტის ინდივიდუალური აქტებით დადგენილი წესით, თანაბარ პირობებში ისარგებლოს ინსტიტუტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

დ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;

ე) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდების შესაბამისად, სახელმწიფოსაგან, ინსტიტუტისაგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები;

ზ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა;

თ) მიიღოს მონაწილეობა ინსტიტუტის სწავლების ხარისხის შეფასებაში, დადგენილი წესით;

ი) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ინსტიტუტის სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებ