1. აკადემიური პერსონალის უფლებებია:
ა) მონაწილეობა მიიღოს ინსტიტუტის მართვაში;
ბ) ინსტიტუტის საგანმანათლებლო-კვლევითი პოლიტიკის ფარგლებში, დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო პროგრამები, სწავლებისა და შეფასების მეთოდები;
გ) მოითხოვოს დამოუკიდებლობა სასწავლო და კვლევითი პროგრამების განხორციელებაში;
დ) ადმინისტრაციისგან მოითხოვოს სასწავლო და კვლევითი მუშაობისათვის ნორმალური პირობების შექმნა და ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება;
ე) მონაწილეობა მიიღოს პროფესიული განვითარების პროგრამებსა და სხვა სახის პროექტებში როგორც ინსტიტუტის ფარგლებში, ისე მის გარეთ;
ვ) პროფესორების განსაკუთრებული უფლებაა სასწავლო და კვლევითი საქმიანობის წარმართვა.
2. საინჟინრო-ტექნიკურ პერსონალს უფლება აქვს, ადმინისტრაციისა და კვლევის პროცესში ჩართული პირებისაგან, მოითხოვოს შრომითი ხელშეკრულებითა და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებ