1. ინსტიტუტს ჰყავს სამეცნიერო-ტექნიკური დირექტორი და ადმინისტრაციული დირექტორი, რომლებსაც, თავისი უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი.

2. სამეცნიერო-ტექნიკური დირექტორისა და ადმინისტრაციული დირექტორის წარმომადგენლობითი უფლება-მოვალეობები რეგულირდება აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტით.

3. აღმასრულებელი დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების დროებით განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი დირექტორი, რაც განისაზღვრება აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ეზღუდება განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტებზე - დიპლომებზე ხელმოწერის უფლებამოსილება.

თავი III

ინსტიტუტის პერსონა