1. ინსტიტუტის მიზნებია: სამეცნიერო-ექსპერიმენტული კვლევებისთვის ბაზის შექმნა, უმაღლესი განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად, მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადება და გადამზადება; დარგთაშორისი სასწავლო პროგრამების განვითარება, კვლევის შედეგების დანერგვა მედიცინასა და სხვა დარგებში.
2. ინსტიტუტის ამოცანებია:
ა) სწავლის, სწავლებისა და კვლევების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
ბ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;
გ) შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება და თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება;
დ) შიდა და გარე შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა;
ე) განათლებისა და კვლევისათვის აუცილებელი პირობების შექმნა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა;
ვ) ინსტიტუტის სტრუქტურა და აკადემიური პერსონალი უზრუნველყოფენ ამ მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, მათზე დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების ფარგლებში.
3. თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, ინსტიტუტი:
ა) ახორციელებს სამეცნიერო თეორიულ ექსპერიმენტულ კვლევებს, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებს;
ბ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებთან სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის ურთიერთგაცვლას, რომელიც ფორმდება მიზნობრივი ხელშეკრულებით;
გ) უზრუნველყოფს უცხოელ პარტნიორებთან საკონსულტაციო სამუშაოების კოორდინირებას;
დ) ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გავრცელებას;
ე) ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს (ხარისხები) და კვალიფიკაციას;
ვ) ახორციელებს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამით სწავლებას და გასცემს შესაბამის სერტიფიკატებს;
ზ) პროფესიული განვითარებისათვის, სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და დახვეწის მიზნით, ახორციელებს გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებით სწავლებას;
თ) აკადემიურ თანამდებობაზე მიიზიდავს წამყვან მეცნიერებს, რომლებიც, მეცნიერების უახლესი მიღწევების გათვალისწინებითა და სწავლების ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, წარმართავენ სასწავლო პროცესს;
ი) შეიმუშავებს პროექტებს და წარუდგენს საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებს;
კ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს წესდებით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას.
ინსტიტუტის სტრუქტურა და მართ