1. წინამდებარე წესდება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის (შემდგომში – ინსტიტუტი) საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, სტრუქტურას, მართვის და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს, აგრეთვე ინსტიტუტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. ინსტიტუტი შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და წარმოადგენს თეორიულ-ექსპერიმენტული კვლევებისა და უმაღლესი განათლების სპეციალურ სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულება