1. აღმასრულებელი დირექტორი არის ინსტიტუტის მართვის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც:
ა) ხელმძღვანელობს ინსტიტუტის საქმიანობას და წარმოადგენს მას მესამე პირთან ურთიერთობისას;
ბ) ინსტიტუტის სახელით დებს გარიგებებს, ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებებს და გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
დ) შეიმუშავებს ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდებას და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთან და სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
ე) მსოფლიოს წამყვან მეცნიერთაგან შეარჩევს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატებს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს;
ვ) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ქმნის სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს;
ზ) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთან და სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით, ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევით პროექტებს;
თ) განსაზღვრავს საერთაშორისო პარტნიორულ ურთიერთობებს;
ი) განიხილავს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს დასკვნებსა და რეკომენდაციებს და უზრუნველყოფს მათ დანერგვას;
კ) ორგანიზებას უწევს კონფერენციებს, სემინარებს, სიმპოზიუმებსა და სხვა ღონისძიებებს;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს ინსტიტუტის სახსრებსა და ქონებას;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ნიშნავს და ათავისუფლებს ინსტიტუტის თანამშრომლებს;
ნ) განსაზღვრავს კონკურსის ჩატარების პროცედურებსა და საკონკურსო მოთხოვნებს;
ო) ამტკიცებს ინსტიტუტში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტსა და მარეგულირებელ წესებს;
პ) ზედამხედველობს ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ჟ) ადგენს ინსტიტუტის საშტატო განრიგს და განსაზღვრავს სახელფასო ფონდს;
რ) ამტკიცებს ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ს) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს;
ტ) ამტკიცებს ინსტიტუტში მიღების წესებს და განსაზღვრავს კომისიის შემადგენლობას;
უ) შეიმუშავებს ინსტიტუტის წლიური ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს;
ფ) ხელს აწერს უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს – დიპლომებს;
ქ) აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია, მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად, სათათბირო ორგანოების სახით, შექმნას საკონსულტაციო საბჭოები და კომიტეტები, რომელთა საქმიანობა რეგულირდება აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ღ) ახორციელებს კანონმდებლობით და ინსტიტუტის სამართლებრივი აქტებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. აღმასრულებელ დირექტორს, სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით, 5 წლის ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ