1. ინსტიტუტის პერსონალი შედგება აკადემიური, საინჟინრო-ტექნიკური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისაგან.

2. აკადემიურ პერსონალს წარმოადგენენ: პროფესორები, ასოცირებული პროფესორები, ასისტენტ-პროფესორები, პოსტდოქტორანტები, კვლევაში ჩართული დოქტორანტები და მკვლევართა სხვა კონტინგენტი, რომელთა შემადგენლობა და უფლებამოსილება განისაზღვრება საშტატო განრიგით და ინსტიტუტის სხვა სამართლებრივი აქტებით.

3. აკადემიური პერსონალის საქმიანობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: 1) აკადემიური თავისუფლება; 2) აკადემიური მიუკერძოებლობა; 3) აკადემიური ხარისხი.

4. მიზნებიდან გამომდინარე, ინსტიტუტი ეყრდნობა როგორც საკუთარ სამეცნიერო და საინჟინრო პერსონალს, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების პერსონალს, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე.

5. ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის უფლება-მოვალეობები და შრომითი ურთიერთობები განისაზღვრება შრომის კანონმდებლობით, ამ წესდებითა და ინსტიტუტის სხვა სამართლებრივი აქტები