1. სოციალური, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტერიტორიებს მიეკუთვნება:

ა) სოციალური ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილი ტერიტორიები:

ა.ა) საზოგადოებრივი სარგებლობის ტერიტორიები;

ა.ბ) საზოგადოებრივი სარგებლობის ობიექტები;

ა.გ) სპორტული და სათამაშო მოედნები.

ბ) საინჟინრო ინფრასტრუქტურა:

ბ.ა) საინჟინრო ინფრასტრუქტურის ტერიტორია;

ბ.ბ) მაგისტრალური (საერთო სარგებლობის) საინჟინრო ინფრასტრუქტურის ქსელი;

გ) ზელოკალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტერიტორია:

გ.ა) საავტომობილო ტრანსპორტის ტერიტორია;

გ.ბ) რკინიგზა და საბაგირო;

გ.გ) მთავარი გზები;

გ.დ) საჰაერო ტრანსპორტის ტერიტორია.

დ) ლოკალური ტრანსპორტის ტერიტორია და მთავარი ქუჩები:

დ.ა) მთავარი ქუჩების კარკასი;

დ.ბ) სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო ტერიტორია.

2. ამ მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიების და ობიექტების ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებში ასახვის სტანდარტი განისაზღვრება „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“ შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის შესაბამისად (პირობითი აღნიშვნები