ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარება და შესაბამისი დასკვნის, დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის ან სპეციალისტის ცნობის გაცემა;
ბ) გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების, მოსამართლის განჩინების/დადგენილების, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ექსპერტიზების ჩატარება;
გ) სამეცნიერო და მეთოდური მუშაობა, გამოკვლევათა სრულყოფა და ახალი მეთოდების დანერგვა;
დ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება საინჟინრო ექსპერტიზის დარგში