დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად ნარკოლოგიური, ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული, სამედიცინო, ჰისტოლოგიური, საინჟინრო, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზების ჩატარება და შესაბამისი დასკვნის, დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის ან სპეციალისტის ცნობის გაცემა;
ბ) გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების, მოსამართლის განჩინების/დადგენილების, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ექსპერტიზების ჩატარება;
გ) სამეცნიერო და მეთოდური მუშაობა, გამოკვლევათა სრულყოფა და ახალი მეთოდების დანერგვა;
დ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება ნარკოლოგიური, სამედიცინო, ჰისტოლოგიური, საინჟინრო, სასაქონლო, ფინანსური და ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზების დარგში.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 24.01.2025
მუხლი 20
თავი IV — ბიუროს სტრუქტურა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 24.01.2025. გამოქვეყნება: სსმ, 103, 24/08/2010.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 20, №255, 20.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.01.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1026242/muxli-20/