2. ბიუროს სტრუქტურული დანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს უფროსი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული დანაყოფის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ მითითებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს მისდამი დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ დანაყოფში/ტერიტორიულ ორგანოში მომზადებულ დოკუმენტებს (გარდა სტრუქტურულ დანაყოფში გასაგზავნად მომზადებული საექსპერტო დასკვნის მიმართვისა (მიმოწერის ბლანკი);
დ) ანგარიშვალდებულია ბიუროს სტრუქტურული დანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს მუშაობისათვის;
ე) წარმოადგენს ბიუროს სტრუქტურულ დანაყოფს/ტერიტორიულ ორგანოს თავისი მოვალეობის შესრულებისას;
ვ) მონაწილეობს ექსპერტიზის ჩატარებაში;
ზ) ბიუროს უფროსს წარუდგენს წინადადებებს ბიუროს სტრუქტურული დანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ბიუროს სტრუქტურული დანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს ამოცანათა შესასრულებლად;
ი) შუამდგომლობს ბიუროს სტრუქტურული დანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
კ) კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს ამ დებულებით, სტრუქტურული დანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს დებულებით, ბიუროს უფროსის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 24.01.2025
მუხლი 22. 1. ბიუროს სტრუქტურულ დანაყოფსა და ტერიტორიულ ორგანოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბიუროს უფროსი
თავი IV — ბიუროს სტრუქტურა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 16. სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის ამოცანებია:
- მუხლი 17. საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტის ამოცანებია:
- მუხლი 18. კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ამოცანებია:
- მუხლი 19. საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის ამოცანებია:
- მუხლი 20. დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის ამოცანებია:
- მუხლი 21. აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის ამოცანებია:
- მუხლი 23. 1. ბიუროს საშტატო შემადგენლობაში არიან:
- მუხლი 24. 1. ბიუროს დაფინანსების წყაროებია:
- მუხლი 25. 1. ბიუროს ქონება შედგება ბიუროსათვის უსასყიდლოდ გადაცემული სახელმწიფო ქონებისა და ბიუროს მიერ შეძენილი (მათ შორის, უშუალოდ ბიუროსათვის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო პირებისა და
- მუხლი 26. 1. ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 22, №255, 20.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.01.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1026242/muxli-22/