ა) ბიუროს საქმიანობაში თანამედროვე საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით ბიუროს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;
ბ) ბიუროს სტრუქტურული დანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგში;
გ) ბიუროს კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების ფორმირება-სრულყოფა;
დ) ბიუროში ლოკალური კომპიუტერული ქსელის ფუნქციონირების ხელშეწყობა და ბიუროს ინტერნეტკავშირით უზრუნველყოფა;
ე) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად კომპიუტერული ექსპერტიზების ჩატარება და შესაბამისი დასკვნის, დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის ან სპეციალისტის ცნობის გაცემა;
ვ) გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების, მოსამართლის განჩინების/დადგენილების, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ექსპერტიზების ჩატარება;
ზ) სამეცნიერო და მეთოდური მუშაობა, გამოკვლევათა სრულყოფა და ახალი მეთოდების დანერგვა;
თ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება კომპიუტერული ექსპერტიზისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგში