ა) შიდა აუდიტისა და ინსპექტირების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლის განხორციელება;
გ) ბიუროში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი;
დ) ბიუროს თანამშრომელთა სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
ე) ბიუროს თანამშრომელთა სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და ბიუროს უფროსისათვის წარდგენა;
ვ) ბიუროს თანამშრომელთა საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით ბიუროს უფროსისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
ზ) შრომის დისციპლინის დარღვევის ფაქტების გამოვლენა, შემოწმება და ბიუროს უფროსისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე წინადადებების წარდგენა;
თ) ბიუროს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის კონტროლის განხორციელება